1.პროექტის სახელი: მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
2.პროექტის მოკლე აღწერა :
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,გააზრება. ლექსიკური მარაგის შეძენა. დამახსოვრება. ანალიზი. ისტის გამოყენება. ერთად მუშაობის უნარი. ტოლერანტობა.
3.პროექტის სრული აღწერა:
მონაცემთა შეგროვების ხერხების გაცნობა (დაკვირვება,გამოკითხვა,მოძიება...)
მონაცემების კლასიფიკაციის სიხშირეთა ცხრილებით, დიაგრამებით წარმოდგენა.
დიაგრამებისა და ცხრილების აგებისას ტექნოლოგიების გამოყენებაში გაწაფვა.
ცნობილი დიაგრამებისა და ცხრილების ანალიზის უნარის განვითარება, გაღრმავება.
4. მონაწილეთა ასაკი: 11 კლასი
5.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
6.პროექტიის შესაძლო აქტივობები კლასში:
*პოულობს, ირჩევს და იყენებს გზებსა და მეთოდებს, ტექნოლოგიებს,მოიპოვებს პროცესის მოდელირებისათვის საჭირო მონაცემებს.
*ახდენს მონაცემების ორგანიზებას და მათ წარმოდგენას.
*ყოველდღიურ ცხოვრებაში ამჩნევს მათემატიკურ ობიექტებსა და პროცესებს. იყენებს მათ თვისებებს პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას.
7.მოსალოდნელი შედეგები:
*მოსწავლეები შეძლებენ ჩაატარონ დაკვირვება,გამოკითხვა,მოძიება.
*მოახდენენ შეგროვილი მასალის კლასიფიკაციას.შეადგენენ სიხშირეთა ცხრილებს და ააგებენ დიაგრამებს ისტ-ს გამოყენებით.
8.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები:
მათ.XI. 13
მათ.XI. 14
9.გაკვეთილის მსვლელობა, აქტივობა,დრო, თანამიმდევრობა:
გაკვეთილის პრეზენტაცია ტარდება ინფორმატიკის კაბინეტში.
*გაკვეთილი იწყება გონებრივი იერიშით.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს მითითებას:გადანაწილდნენ ჯგუფებად კომპიუტერებთან, ექვსი ჯგუფი,წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო თემებით, რომელიც წინასწარ აქვთ ატვირთული მონიტორზე.
*შეფასების ფორმა /თვითეულ კომპიუტერში არის ატვირთული./
*მიმდინარეობს თითოეული ჯგუფის პროექტის პრეზენტაცია-პროექტორით,სლაიდ-შოუების ჩვენება,რომლებიც მოსწავლეებმა თვითონ შექმნეს.
10.სამუშაო ენა:ქართული
11.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ ცხრილებისა და დიაგრამების შედგენა.
12.პროექტის ფასილიტატორი: ნინო კაკაშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: kakashvili.nana@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
15.პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:nana 186.blogspot.com
16.გამოვიყენეთ ტექნოლოგიები, პროგრამა word, excel,
კომპიუტერი,პროექტორი,რვეული, პასტა,დაფა, ცარცი.
მათემატიკის სახელმძღვანელო X, XI კლასი.გ.გოგიშვილი,თ.ვეფხვაძე, ი.მებონია,ლ.ქურჩიშვილი.
среда, 11 ноября 2009 г.
Подписаться на:
Комментарии (Atom)